საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბიოგრაფია

სახელი, გვარი: არჩილ ყარაულაშვილი

დაბადების თარიღი: 1973 წლის 8 ივნისი

განათლება

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 

 

სამუშაო გამოცდილება

ნოემბერი, 2019-დღემდე 

საქართველოს საგაებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში

მარტი, 2018  - ნოემბერი, 2019

ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მარტი, 2015 - დეკემბერი, 2017

მინისტრის პირველი მოადგილე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

დეკემბერი, 2004 - მარტი, 2015

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

მარტი, 2004 - დეკემბერი, 2004

აპარატის უფროსი

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

2000 - 2004

უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

1997-2000

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

უცხოური ინვესტიციების, კრედიტებისა და უწყებათაშორისი პროექტების დეპარტამენტი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო

1997-2000

კონსულტანტი

საქართველოს საინვესტიციო სააგენტო

1996- 1997

ბიზნესის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო

 

1995 - 1996

უფროსი სპეციალისტი

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი

საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა

- აქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები;

- აქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით;

- საქართველოსა და ევროკავშირის შორის შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ;

საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება  ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ;

- საქართველოსა და საფრანგეთს შორის შეთანხმება კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ;

- მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში  გაწევრიანების მოლაპარაკებები;

-ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკები მექსიკასთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, ქუვეიტთან, პაკისტანთან, ბანგლადეშთან, კორეასთან და ა.შ.

კვლევები და გამოცემები

თანა-ავტორი წიგნების:

- "ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობები";

- "გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები"

მიღებული ჯილდოები

2011 წელი - ღირსების ორდენი (გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანებულებით)

ენები:

ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.