საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

მისამართი: Viru väljak 2, 10111, Tallinn, Estonia

ტელ.: +372 6988593     საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი: +372 53614751

ელ-ფოსტაt[email protected] 

ვებ-გვერდიwww.geoconsul.gov.ge



მიღების საათები: მოქალაქეთა მიღება წარმოებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00-დან 13:00 საათამდე. 


მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით,  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. 

აღნიშნული რეგულაციები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია https://www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს (e-mail: [email protected]; საკონსულო სამსახურის ცხელის ხაზის ნომერია +37253614751).

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
  • მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
  • მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
  • მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.