საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივნისს დამყარდა. 2007 წელს ესტონეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესტონეთის რესპუბლიკაში:

  • თეა ახვლედიანი 2014 - დღემდე.
  • რუსლან აბაშიძე  2009 – 2013; 
  • ზურაბ მარშანია (საქმეთა დროებითი რწმუნებული)  2007– 2009;

2004-2007 წლებში ესტონეთის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდებოდა ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ. 

  • დავით აფციაური  2004-2007;

ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2006 წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო.

  • კაი კაარელსონი (Kai Kaarelson) 2016 - დღემდე. 
  • პრიიტ ტურკი (Priit Turk)  2012 – 2016; 
  • ტოომას ლუკი (Toomas Lukk)  2008 – 2012; 
  • ჰარი ლაჰტეინი (Harry Lahtein) (საქმეთა დროებითი რწმუნებული)  2007-2008; 

ესტონეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში: 

ოთარ შარაძე (ბათუმის საკონსულო ოლქი)  2009 - დღემდე.