საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული 20-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვა. ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2006 წლიდან საქართველო წარმოადგენს პრიორიტეტულ ბენეფიციარ ქვეყანას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში. განხორციელდა 200-მდე პროექტი. 2006-2015 წლებში ფინანსურმა მხარდაჭერამ 6 მლნ ევროს გადააჭარბა. 2016-2018 წლებში პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ის სფეროები, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგსა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საჭიროებებიდან: დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურებისა და სისტემის გაძლიერება, პროფესიული განათლების დონის ამაღლება, სამეწარმეო საქმე; ასევე ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და სხვა. ამას გარდა, ესტონელი ექსპერტები პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის  პროფესიული და ზოგადი განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საჯარო ადმინისტრირების და სხვა მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების მხრივ. ესტონეთს ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია ელექტრონული მმართველობის სისტემის განვითარების მხრივ. 2015 წლის ნოემბერში, ესტონური მხარის დახმარებით იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბაზაზე დაიწყო Twinning-ის პროექტის „Support to Strengthening of e-Governance in Georgia II“ განხორციელება.

საქართველო და ესტონეთი თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში, მათ შორის სამხედრო განათლების მიმართულებით. ესტონეთი აფინანსებს საქართველოს წარმომადგენლებს ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სასწავლებლად, ესტონეთის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში ეროვნული თავდაცვის მაღალი დონის კურსი. მიმდინარეობს კონსულტაციები და ტრეინინგები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, რა კუთხითაც ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ევროკავშირსა და ნატო-ში.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად იმართება ბიზნეს-ფორუმები, ამას გარდა, 2015 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლას შორის, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს საჯარო მოხელეებისათვის, სადიპლომო კურსის გავლის მიზნით. 2011 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლის ხელშეწყობით შექმნილი „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრი“ (Estonian Center of Eastern Partnership (ECEAP) აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს ხელს უწყობს საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული უნარების განვითარებაში, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების განვითარებას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებული პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს სტუდენტებისათვის საქართველოდან ტალინის, ტარტუს და ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

წარმატებით თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები. შექმნილია პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა ესტონეთის პარლამენტმა არაერთხელ დაადასტურა მიღებული რეზოლუციებითა და განცხადებებით.

ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს. 2013 წლის 21–28 ივლისს ესტონეთის კუნძულ საარემაზე გაიმართა ქართული ოპერის დღეები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოპერო თეატრებმა. ღონისძიება უპრეცედენტოდ მასშტაბური იყო ესტონეთში ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. 

2013 წელს შედგა პრემიერა მხატვრული ფილმისა “მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტია და მრავალი საერთაშორისო პრემია აქვს მოპოვებული. 2015 წელს საქართველო იყო ესტონეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიების - ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის Tallinn Black Nights Film Festival (PÖFF) „ქვეყანა ფოკუსში“. 

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა:

წლები

2009

2010

2011

2012

2013 2014 იანვარი-ივნისი

ბრუნვა

3.16

6.08

7.55

12.7

7,86 2.52

ექსპორტი

1.23

0.88

2.77

3.7

1.94 1.00

იმპორტი

1.93

5.20

4.78

9

5.92 3.52

ბმულები:

ესტონეთის მთავრობა
ესტონეთის პრეზიდენტი
ესტონეთის პარლამენტი