საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით კონტროლი განხორციელება სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას. ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანი ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლუზრუნველყოფს  თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდ ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229. 

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან!

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომლებიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გსურთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით, მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებ, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში. თუ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ესტონეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს კოორდინატები:

მისამართი:          Viru Valjak 2

ტელეფონი:         Tel: +3726988593

ცხელი ხაზი:       +372 53614751

ელფოსტა:    nvashalomidze@mfa.gov.ge

გადაუდებელ შემთხვევებშიროდესაც გესაჭიროებათ ესტონეთის რესპუბლიკის

პოლიციის დახმარება დარეკეთ ნომერზე: 112
ტელეფონი: 612 3000


ელ- ფოსტაppa@politsei.ee



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ცხელი ხაზი:

(+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

(+ 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.


ესტონეთის სოციალურ საქმეთა სამინისტროს სოციალური დაზღვევის ბორდი

 

ცხელი ხაზი: 116 006

https://www.sotsiaalkindlustusamet.ee/en


ესტონეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია - Eluliin

ცხელი ხაზი: 655 6140

https://www.eluliin.ee/en