საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული მიგრანტთა დახმარების პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების წარმატებით რეინტეგრაცია.


2018 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 650 000 ლარი და  გრანტის სახით გადასცა კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შესთავაზებენ შემდეგი სახის მომსახურებებს:

სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება 1000 ლარის ფარგლებში

სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარების:

  • ინფორმირება და ჩართვა მოქმედი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში;
  • მწვავე, ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე
  • პირებისათვის ყველა სახის საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა,
  • მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება.
  • ფსიქო-სოციალური დახმარების საჭიროებების გამოვლენა და რეაბილიტაცია.

 

საშემოსავლო პროექტების დაფინანსება 500-დან 4000 ლარის ფარგლებში

ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება. პროექტები დაფინანსდება როგორც ინდივიდუალური სახით ერთ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ისე რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებით და ასევე არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაში ბენეფიციარის ჩართვის/დასაქმების ფორმით. ბენეფიციართა გაერთიანების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებისათვის თანხა განისაზღვრება ჯგუფში შემავალი ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით.

 

პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 1000 ლარის ფარგლებში

  • სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსება.

საცხოვრებლით დროებითი უზრუნველყოფა

საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით

დროებითი განთავსების უზრუნველყოფა კვებით.

 

 

სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფია საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიანსაქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარებისსახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს მათი დაბრუნების ფორმის მიუხედავად (ნებაყოფლობით დაბრუნებულები, რეადმისირებულები, დეპორტირებულები).

 

კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული მომსახურებების გაწევას:

  • ()იპ „საზოგადოებრივი დამცველი“ - თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა- მთიანეთი
  • ()იპ სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი
  • ()იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • ()იპ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ - აჭარა, გურია
  • ()იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
  • ()იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ - კახეთი

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

ტელეფონი: (+995) 32 243 11 00

ელ. ფოსტაreintegration@mra.gov.ge

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0177, თამარაშვილის . 15

ვებ-გვერდიwww.mra.gov.ge

ტელეფონი: (+995) 32 243 11 00