საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ესტონეთში ქართული ენის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ენების კაფე“. ღონისძიება ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 სექტემბერს ქ.ნარვაში გაიმართა.

“ენების კაფეს” ფარგლებში ჩატარდა რვა 15-წუთიანი მინი-გაკვეთილი 17 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ, ჩინურ, ესპანურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ბერძნულ, ლიეტუვურ, ლატვიურ, პოლონურ, ფრანგულ, შვედურ, გერმანულ, ფინურ, დანიურ, ჩეხურ, უნგრულ და ესტონურ ენებზე.

ღონისძიებაზე ქართული კუთხე განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა. ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს საელჩოს წარმომადგენლების მიერ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ, ასევე გადაეცათ ქართული ენის შესახებ მომზადებული სპეციალური საინფორმაციო მასალა.