საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის თეა ახვლედიანის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატებთან

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, 28 სექტემბერს, შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატებს, რომლებიც ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის “International Relations, Cooperation and E-Governance” ფარგლებში იმყოფებიან ესტონეთში.

შეხვედრისას, თეა ახვლედიანმა ისაუბრა საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე; ასევე, განიხილა საქართველო-ესტონეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა; შეაჯამა ორი ქვეყნის თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და მნიშვნელოვანი განვითარებები; ელჩთან შეხვედრა კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა. ღონისძიების დასასრულს შედგა საქართველოს ელჩის მიერ სასწავლო კურსის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

სასწავლო კურსი ორგანიზებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით.