საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ორ საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tallinn.emb@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:


1.
განაცხადების გადარჩევა;
2.
გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
·         ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
·         საოფისე პროგრამები.

 

კონკურსის თემატიკა:

·        საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები
·        საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
·        ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებსტაჟირების განაცხადი.pdf );

- ავტობიოგრაფია;
-
პასპორტის ასლი;

- სამოტივაციო წერილი;;
-
დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
-
ესტონეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
-
ერთი ფოტოსურათი (3X4);
-
ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში: Viru Valjak 2, 10111 Tallinn, Estonia

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის იმ მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შეფასების ეტაპებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.