საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 2018 წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი). შესაბამისად, მ.წ. 11 ნოემბრის ჩათვლით - მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის, ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე განაცხადებების მიღება დასრულდება ადგილობრივი დროით 18:00 საათზე.

ბმული