საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, 7 მაისს, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ენნ პილუაასთან.   

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემატიკა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პრიორიტეტები. ხაზი გაესვა  საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების აქტიურ დინამიკას.

საქართველოს ელჩმა ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ამ კონტექსტში, ქვეყნის პრიორიტეტებსა და დასახულ ამოცანებზე ისაუბრა. მან, ასევე, მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებ. თეა ახვლედიანმა განსკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე. 

შეხვედრისას, ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა დაადასტურა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჰენნ პილუასი მიესალმა საქართველო-ესტონეთის ინტენსიური თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს, საპარლამენტო განზომილების ჩათვლით, და ურთიერთობების შემდგომი განვითარების იმედი გამოთქვა. ჰენნ პილუაასმა მადლიერება გამოხატა ელჩის მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც მაღალ დონეზე შეფასდა.