საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ესტონეთის სოციალურ საქმეთა მინისტრთან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნატა მენაბდემ და საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნატო კიპაროიძემ 22 ივლისს შეხვედრა გამართეს ესტონეთის სოციალურ საქმეთა მინისტრთან, თანელ კიიკთან.

ესტონური მხარისათვის ნატა მენაბდის კანდიდატურის წარდგენისას ხაზი გაესვა ჯანდაცვის სფეროში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მის მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს. ამასთან, ესტონურ მხარესთან განხილულ იქნა საქართველოს კანდიდატის ხედვები და მიზნები აღნიშნული ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში.