საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატები საქართველოს საელჩოს ეწვივნენ

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატებთან, რომლებიც ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის “საერთაშორისო ურთიერთობები, თანამშრომლობა და ელექტრონული მმართველობა” ფარგლებში იმყოფებიან ესტონეთში და 2 სექტემბერს ეწვივნენ საქართველოს საელჩოს.
შეხვედრაზე საუბრისას თამარ მიქაბერიძემ მიმოიხილა საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა; შეაჯამა ორი ქვეყნის თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და მნიშვნელოვანი განვითარებები. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა.
სასწავლო კურსი ორგანიზებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით.