საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტალინი-ქუთაისის მიმართულებით პირველი ავია რეისი შესრულდა

11 სექტემბერს ტალინი-ქუთაისის მიმართულებით კომპანია „Wizzair“-ის პირველი რეისი შესრულდა.
პირდაპირი მიმოსვლის დაწყებისა და განხორციელებული საინაუგურაციო რეისის აღსანიშნავად, ტალინის აეროპორტში დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს საელჩოც იღებდა მონაწილეობას.

ქუთაისის მიმართულებით მიმავალ პირველ მგზავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ტალინის აეროპორტის მმართველი საბჭოს წევრმა, ეინარი ბამბუსმა და საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ და დამსწრე საზოგადოებას პირდაპირი მიმოსვლის დაწყება მიულოცეს. თამარ მიქაბერიძემ საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავია რეისები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე, როგორც საქართველოში მოგზაურობის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, რასაც მოწმობს კვლევითი მონაცემთა ბაზა „Numbeo“-ს შედეგები და აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

საინაუგურაციო რეისს ტალინის აეროპორტში ტრადიციული შადრევნით დახვნდენ.