საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის გაკვეთილები ენების ევროპული დღის ფარგლებში

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ენების კაფე“, რომელიც ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ორგანიზებით, 26 სექტემბერს, ქალაქ ვორუში გაიმართა.

“ენების კაფეს” ფარგლებში, 3 საათის განმავლობაში, ჩატარდა 15-წუთიანი მინი-გაკვეთილები 18 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულ, გერმანულ, ესპანურ, დანიურ, ესტონურ, ინგლისურ, ლატვიურ, ლიეტუვურ, ნორვეგიულ, პოლონურ, რუსულ, უნგრულ, ფინურ, ფრანგულ, შვედურ, ჩეხურ, ჩინურ და ჰოლანდიურ ენებზე.

ქართული ენის კუთხემ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოელ მონაწილეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებში. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული დამწერლობის, ლიტერატურის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ასევე გადაეცათ ქართული ენის შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალა. მინი-გაკვეთილების შედეგად, მონაწილეთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა საქართველოში სტუმრობის სურვილი.