საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლისთვის "მზიური"

28 სექტემბერს, ესტონეთში ქართულ სათვისტომოსთან არსებულ ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ საკვირაო სკოლაში "მზიური" განახლებული სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს საელჩოს მეორე მდივანმა, ნათია ვაშალომიძემ სკოლის მოსწავლეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სამ საფეხურიანი სახელმძღვანელოები გადასცა.
ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა წარმოადგენს.
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საკვირაო სკოლის მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!