საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

16 ოქტომბერს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელთან, მაია ყუფარაძესთან, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ესტონეთში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმა, ასევე, განათლების სფეროში ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე სამ წლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, UNICEF-სა და ესტონეთის სამთავრობო ფონდ „Innove“-ს შორის თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის შედეგად საქართველოს 15 საჯარო სკოლაში სწავლება უკვე ესტონური მოდელით მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ესტონეთის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა შემუშავებულიყო და დანერგილიყო ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის პროგრამები საქართველოს 9 უნივერსიტეტში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე.