საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა ესტონეთის სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ბატონ ლაური ბამბუსს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 🇬🇪🇪🇪

ცერემონია  13 ნოემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე ელჩმა ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.