საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობ ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების კუთხით ესტონეთის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გაწეული მარდაჭერისთვის.  მასთან, გაიმართა მსჯელობა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრისას განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ჩათვლით.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გამოხატა.

ესტონეთის პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.