საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გაცნობითი შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის წევრებთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ენნ ეესმაასთან, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მარია იუფერევა-სკურატოვსკისთან, ხელმძღვანელის მოადგილესთან და ეკონომიკურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სვენ სესტერთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობები. დადებითად შეფასდა ორმხრივი თანამშრომლობა ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტების შემდგომი გააქტიურების სურვილი და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. განხილულ იქნა აგრეთვე საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესები.

ესტონელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ ესტონეთი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ისევე, როგორც ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნული მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.