საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთში ვიზიტად მყოფ ქართველ პედაგოგებს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთში ვიზიტად მყოფ ქართველ პედაგოგთა ჯგუფთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ.

შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ესტონეთი უწევს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგები სტუმრობენ ესტონეთის რეგიონებს და შეხვედრებს მართავენ შესაბამისი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ერთ-ერთი პროექტის - „Developing Georgian Entrepreneurship Education by Advising JA Georgia, Training Teachers and Offering Motivational-Educational Opportunities for Youth“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 3-წლიანია და მიზნად ისახავს საქართველოში სამეწარმეო განათლების დანერგვის ხელშეწყობას ესტონური გამოცდილების გაზიარების გზით.