საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გაცნობითი შეხვედრა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან რაივო აეგთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტების შესახებ.

ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოთქვა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ისე სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროებში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.