საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარტ ჰელმესთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები; საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკას და ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელობას.
ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოთქვა სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროებში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.