საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა 29 იანვარს შეხვედრა გამართა ქართული დიასპორული ქოლგა ორგანიზაციის "ქართული სახლის" წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის დიასპორული ვებ-პორტალის ,,ქართული დიასპორა-ს’’ (www.gda.ge) გაცნობა.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების საკითხში. ამასთან, ხაზი გაუსვა, ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი დიასპორის მნიშვნელობას. აქვე, მან სათვისტომოსთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაცია, პორტალის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე, მისი მუშაობის ტექნიკაზე და იმ ფართო შესაძლებლობაზე, რასაც ვებგვერდი მომხმარებელს სთავაზობს, საელჩოს მეორე მდივანმა, ნათია ვაშალომიძემ პრეზენტაციის მეშვეობით მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.