საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა „ესტონეთის წარმოების“ ხელმძღვანელობასთან

16 სექტემბერს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის სახელმწიფო ფონდის „ესტონეთის წარმოება“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან პეეტერ რაუდსეპთან და ექსპორტის საკითხებზე მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან სვენ აულიკთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესტონეთს შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.