საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

15 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეს რუნდუსთან. განხილულ იქნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების საკითხები. არჩილ ყარაულაშვილმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მიერ, განვითარების კუთხით, საქართველოსადმი წლების მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.