საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 22 ოქტომბრიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ორ საუკეთესო აპლიკანტს.
სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.
საბუთები მიიღება 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected]
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
· ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
· საოფისე პროგრამები.
კონკურსის თემატიკა:
· საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები
· საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
· ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახება
სტაჟირებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ სტაჟირების განაცხადი.pdf );
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე)ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს. მომსახურება უფასოა).
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების თარიღი და ადგილი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე:+3726988590