საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ტალინში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა


სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოსა და ესტონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობა და შეაჯამა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი განვითარებები. ელჩმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებსა და ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე, განიხილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, ასევე, გააცნო მათ ესტონეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობა. ღონისძიება სიმბოლური მიღებით დასრულდა.