საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში, 2021 წლის 31 მაისიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს

კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ორ საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

 საბუთები მიიღება 2021 წლის 31 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected]

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

· ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

· საოფისე პროგრამები.

კონკურსის თემატიკა:

· საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები

· საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

· ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახება

 

სტაჟირებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

)ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4);

) ცნობა ნასამართლობის შესახებ (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს. მომსახურება უფასოა).

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების თარიღი და ადგილი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია, 2021 წლის პირველი აგვისტო.

 დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე:+3726988590