საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ყარაულაშვილის ლექცია: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პერსპექტივები

28 მაისს, ტარტუს უნივერსიტეტის მასტერკლასის ლექციათა სერიის ,,ჟან მონეს მოდელი სამეზობლო პოლიტიკა, გაფართოება და რეგიონალიზმი ევროპაში“ ფარგლებში გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ყარაულაშვილის ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და  ევროინტეგრაციის პერსპექტივები. ლექციის დასაწყისში არჩილ ყარაულაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ისტორია და კულტურა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მიღწევებზე. იგი  საგანგებოდ შეეხო მიმდინარე ოკუპაციის პროცესდა საგარეო უწყების ძალისხმევას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, ვრცლად ისაუბრა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზელექცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის სესიით.