საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის არჩილ ყარაულაშვილის შეხვედრა ესტონეთში ვიზიტად მყოფ თელავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დელეგაციასთან.

2021 წლის 5 ივნისს საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთში ვიზიტად მყოფ თელავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დელეგაციასთან.

შეხვედრაზე ელჩმა დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ისაუბრა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც ესტონეთი უწევს საქართველოს.

დელეგაცია ესტონეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის” (ECEAP) ერთ-ერთი პროექტის - „გამჭვირვალე მმართველობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში სტუმრობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარების მხარდაჭერას და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით.