საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის გაკვეთილები ენების ევროპული დღის ფარგლებში

2021 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ენების კაფე“, რომელიც ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ქალაქ რაკვერეში გაიმართა.

“ენების კაფეს” ფარგლებში, 3 საათის განმავლობაში, ჩატარდა 15 წუთიანი მინი-გაკვეთილები ქართულ, გერმანულ, ესპანურ, დანიურ, ესტონურ, ინგლისურ, ლატვიურ, ჩინურ და სხვ. ენებზე.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ დამწერლობას, ანბანის შექმნის ისტორიასა და თავისებურებებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. გაკვეთილის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ ქართული ენის შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალა.