საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ტალინის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ტალინში, ხელი მოეწერა მემორანდუმს ,,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ტალინის ბოტანიკურ ბაღს შორის სამეცნიერო სფეროში, მცენარეთა კონსერვაციის, ტრეინინგების, შესაძლობლათა ზრდის და სხვ. სფეროებში თანამშრომლობის შესახებმემორანდუმის ხელმოწერა შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელთა ვიზიტისას, რომელიც განხორციელდა ტალინის ბოტანიკური ბაღის „მცენარეების სამეფოს“ პროექტის ფარგლებში. დოკუმენტის ხელმოწერის წინ უძღოდა საინფორმაციო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს  ბოტანიკური ბაღის საქმიანობის, დაგეგმილი პროექტების  შესახებ ესტონეთის ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.