საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ტალინის ბოტანიკურ ბაღში

12 ოქტომბერს, ტალინის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობით "საქართველოს თვის" ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობების, მათ შორის ქვევრის ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება გახსნა ესტონეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა. ღვინის დეგუსტაციას უძღვებოდა ესტონეთის სომელიეთა ასოციაციას პრეზიდენტი ქრისტიან მარკიი. სომელიეთა ასოციაციას პრეზიდენტმა და ესტონელმა სომელიემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ქართული ღვინოები და ასევე ისაუბრეს ქართული მეღვინეობის ტრადიციების შესახებ. დეგუსტაციის ფარგლებში გაიმართა ,,საქართველო -ღვინის სამშობლო“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.