ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის

 

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივნისს .

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესტონეთის რესპუბლიკაში

თეა ახვლედიანი - 24.04.2014 - დღემდე

რუსლან აბაშიძე - 01.04.2009 - 21.05.2014

ზურაბ მარშანია, საქმეთა დროებითი რწმუნებული - 2007 – 2009წ.წ.

დავით აფციაური  (რეზიდენციით ქ. ვილნიუსი) - 2004-2007..

ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

კაი კაარელსონი (Kai Kaarelson)

პრიიტ ტურკი (Priit Turk) - 

ტოომას ლუკი (Toomas Lukk) 18.09.2008– 28.07.2012

ჰარი ლაჰტეინი (Harry Lahtein), ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული -2007-2008 წ.წ.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით გამოირჩევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.პარლამენტებში შექმნილია  მეგობრობის ჯგუფები; ქართველ და ესტონელ პარლამენტარებს შორის იმართება რეგულარული შეხვედრები.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს  “განვითარების დახმარების პროგრამას“, რომელშიც საქართველო პრიორიტეტულ ქვეყანას წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება განვითარების და ჰუმანიტარული დახმარების პროექტები, მათ შორის,იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რაიონებში.

დინამიურად ვითარდება საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოსა და ესტონეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან კონტაქტების დამყარების, საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნებში ბიზნესის განხორციელბის შესაძლებლობების განხილვის მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, ქ. ტალინი იყო ევროპის კულტურის დედაქალაქი და ამ პერიოდში, ესტონეთში არაერთი ქართული კულტურული პროექტი განხორციელდა.

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი):

წლები

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

ბრუნვა

3.16

6.08

7.55

12.7

7.86

7.90

7.03

8.47

ექსპორტი

1.23

0.88

2.77

3.69

1.94

2.50

2.24

2.79

იმპორტი

1.93

5.20

5.16

9.04

5.92

5.40

4.79

5.68

 

უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

საქართველოს მხრიდან:

2017 წელი:

  • 26-27 იანვარი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში
  • 9-20 თებერვალი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ესტონეთში

 

2016 წელი:

 

2015 წელი:

 

2014 წელი: 

  • 13–15 იანვარი -  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ტალინში
  • 28- 29 აპრილი-  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში
  • 28-30 ოქტომბერი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

 

2013 წელი:

  • 2013 წლის 8-9 სექტემბერი - პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი
  • 2013 წლის 30-31 იანვარი - საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი

 

2012 წელი:

  • მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

 

2010 წელი:

  • იანვარი -  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

 

2009 წელი:

  • თებერვალი - პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი;

 

2008 წელი:

  • მარტი - პრემიერ - მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი;
  • ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი;

 

2004 წელი:

  • ოქტომბერი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

 

ესტონეთის რესპუბლიკის მხრიდან:

2015 წელი:

  • 12-13 იანვარი - ესტონეთის პერმიერ-მინისტრის, ტაავი რეივასის ოფიციალური ვიზიტი თბილისში 

 

2014 წელი:

  • 19 დეკემბერი - ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, კეიტ პენტუს-როსიმანნუსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

2013 წელი:

  • ივლისი - საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის სამუშაო ვიზიტი

 

2012 წელი:

  • იანვარი - პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას (Ene Ergma) ვიზიტი;

 

2011 წელი:

  • ივლისი - პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის (Toomas Hendrik Ilves) ვიზიტი;

 

2010 წელი:

  • სექტემბერი – საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის (Urmas Paet) ვიზიტი;

 

2009 წელი:

  • აპრილი - არნოლდ რუუტელის  (Arnold Rüütel(ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2001-2006 წ.წ.), ვიზიტი ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად;
  • ივნისი -  საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის ვიზიტი;

 

 

2008 წელი:

  • იანვარი - პრეზიდენტის  ტოომას ჰენდრიკ ილვესის ვიზიტი;
  • თებერვალი - პრემიერ - მინისტრის ანდრუს ანსიპის (Andrus Ansip) ვიზიტი;
  • აგვისტო - პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის და საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის  ვიზიტები;

 

2007 წელი:

  • მაისი - პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის ვიზიტი;
  • სექტემბერი - პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას ვიზიტი;

 

2006 წელი:

  • მაისი –  პრეზიდენტის არნოლდ რუუტელის ვიზიტი;

2005 წელი:

  • თებერვალი – საგარეო საქმეთა მინისტრის კრისტინა ოიულანდის (Kristiina Ojuland) ვიზიტი,  საერთაშორისო კონფერენციის „სამხრეთ კავკასია 21–ე საუკუნეში: გამოწვევები და შესაძლებლობები“  ფარგლებში;
  • ნოემბერი – პრეზიდენტის არნოლდ რუუტელის ვიზიტი;
  • დეკემბერი – პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას ვიზიტი;

 

2004 წელი:

  • ივნისი – საგარეო საქმეთა მინისტრის კრისტინა ოიულანდის ოფიციალური ვიზიტი;

 

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები:

 

  • 2014 წლის აპრილი, ქ. თბილისი    
  • 2011 წლის 6 აპრილი, ქ. თბილისი;
  • 2009 წლის აპრილი, ქ. ტალინი;
  • 2004 წლის 2–6 მარტი, ქ. თბილისი.

 

 

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის

სამართლებრივი ბაზა

 

ძალაში შესული ხელშეკრულებები:

 

1.                  შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ძალაშია 19.05.94.

2.                  შეთანხმება  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ

 ძალაშია 27.04.2004.

3.                  შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში  თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

ძალაშია 12.07.2005.

4.                  ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის სამოქალაქო თავდაცვის მრჩევლის დროებით მივლინების წესის შესახებ

ძალაშია 16.04.2005.

5.                  შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის    მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

ძალაშია 21.02.2005.

6.                  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ძალაშია 27.06.2006.

7.                  შეთანხმება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ

 ძალაშია 17.12.2007

8.                  შეთანხმება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

ძალაშია 27.12.2007.

9.                  საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი

ძალაშია 11.03.2011

10.              საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

ძალაშია 21.01.2010.

11.              ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ძალაშია 21.01.2010.

12.              საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ძალაშია 12.12.2013

13.              საქართველოს შსს და ესტონეთის შსს- შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ძალაშია 13.09.2010.

14.              საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი

ძალაშია 9.11.2012

15.               საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი

ძალაშია 10.10.2011

16.              საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი

ძალაშია 11.06.2013

17.              საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ძალაშია 14.02.2012

18.              საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2013-2016 წლებისათვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამა

 

ძალაშია 26.07.2013

 

 

საქართველოს საელჩო ესტონეთში:

მისამართი: ქ. ტალინი, Viru valjak 2. Tallinn 10 111

ტელ: +(372) 698 88 590;

ელ–ფოსტა: tallinn.emb@mfa.gov.ge

ესტონეთის საელჩო  საქართველოში:

მისამართი: თბილისილიხაურის . 4

ტელ236-51-40; +995 32 2365 122
ფაქსი: 236-51-38
ელ-ფოსტა: tbilisisaatkond@mfa.ee

ბმულები: 

 www.estonia.mfa.gov.ge - საქართველოს საელჩო ესტონეთში

 http://www.tbilisi.vm.ee/ -  ესტონეთის საელჩო საქართველოში

 http://www.vm.ee/?q=en -  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 http://www.president.ee/en/index.html - ესტონეთის პრეზიდენტი

 http://www.riigikogu.ee/?lang=en - ესტონეთის პარლამენტი

 http://www.valitsus.ee/en/government - ესტონეთის მინისტრთა კაბინეტი

 http://www.vm.ee/?q=en/node/11917 -  ერთობლივი პროექტები

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ