ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

13 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში მონაწილეობა მიიღო ლენნარტ მერის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოება" (Securing the Eastern Partners),

განთავსების თარიღი: 13.05.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, 2017 წლის 21 აპრილს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „ესტონეთის წარმოების" მმართველი საბჭოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ბ-ნ ალო იავსკისთან.

განთავსების თარიღი: 21.04.2017
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, 2017 წლის 19 აპრილს, ესტონეთის ბიზნეს სექტორის და შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განთავსების თარიღი: 20.04.2017
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის 24 მარტს შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ანდრეს ანველტთან.

განთავსების თარიღი: 24.03.2017
 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში დავით რაქვიაშვილი მიმდინარე წლის 20-21 მარტს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვია. 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, 6-7 მარტს თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ინდრეკ საარი ეწვია.

განთავსების თარიღი: 07.03.2017
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი ესტონეთის ახლადდანიშნულ სასოფლო საქმეთა მინისტრს ტარმო ტამმს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

განთავსების თარიღი: 27.02.2017
 

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ"-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა 10 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს. შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკაში, ქ. ტალინში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

განთავსების თარიღი: 10.02.2017
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ