ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ვიზიტი ტალინში

estonia/FullSizeRender_01.jpgევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი ა.წ. 3-6 მაისს სამუშაო ვიზიტით ტალინს ეწვია.

ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ესტონელ კოლეგებთან სტრატეგიულ კომუნიკაციასთან და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ესტონეთის შემდგომი დახმარების პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა; მათ შორის, განვითარების თანამშრომლობის (Development Cooperation) ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გზებზე მსჯელობა. გამართული შეხვედრებისას საუბარი, ასევე, შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე ქართული მხარის მოლოდინებს.

ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრები ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან ვაინო რეინარტთან და მარინა კალიურანდთან, ასევე სამინისტროს საგარეო ეკონომიკისა და განვითარების თანამშრომლობის, ასევე საჯარო დიპლომატიის გენერალური დეპარტამენტების დირექტორებთან. ამასთანავე, მინისტრის მოადგილე შეხვდა სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისისა და ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამის წარმომადგენლებს. მარიამ რაქვიაშვილმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში სამომავლო გეგმების, ასევე, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

გარდა ამისა, 6 მაისს, ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრა ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტების სათანადო განხორციელების აქტუალური თემატიკა. მარიამ რაქვიაშვილმა ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის საჭიროებების შესახებ; ასევე, გაიმართა მსჯელობა ესტონური მხარის მიერ ადგილზე განხორციელებული ერთობლივი პროექტების უფრო ეფექტურად წარმოჩენის გზებზე.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ