ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრა ესტონეთის სასოფლო საქმეთა მინისტრთან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესტონეთის რესპუბლიკის სასოფლო საქმეთა მინისტრს ურმას კრუუზეს შეხვდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ ტალინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესტონეთში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით აღმოჩენილი დახმარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში, ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარული კუთხით თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს, მათ შორის, სურსათის უვნებლობასა და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ნორმების დანერგვას.ოთარ დანელიამ ურმას კრუუზეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

შეხვედრას ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოლავი პეტრონი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ბაკურ კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ტალინში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელიამ, ასევე, ქალაქ ტალინში სურსათისა და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი დაათვალიერა. სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრის დირექტორთან ურმას სანიკთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოსა და ესტონეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი (CCFFT) უახლესი, თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საფუარის ფერმენტაცია, ბიოპროცესის ოპტიმიზაცია, უჯრედის დიზაინი, რძის ნაწარმის ფერმენტაცია, კვების პროდუქტების ხარისხი და სტაბილურობა, სურსათის მიკრობიომა და ფქვილის კვლევა. საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი საკვები პროდუქტების შექმნის მიზნით, სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი (CCFFT) კვების პროდუქტების ესტონელ მწარმოებლებსა და წამყვან მკვლევრებს შორის მჭიდრო პარტნიორობას უწყობს ხელს.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ