ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ტალინში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მონაწილეობა მიიღო, ა.წ. 2 ნოემბერს, ტალინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საჯარო ადმინისტრირების რიგით მე-13 სემინარის გახსნაში, სახელწოდებით „Effective co-ordination of European integration issues to ensure implementation of Association Agreement and Deep and Comprehensive Free Trade Agreement“.

ღონისძიება „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო, როგორც ევროკავშირის, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთი)  დიპლომატები და სახელმწიფო მოხელეები.

სემინარის გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილემ ნატალია ნიდიუკმა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორმა მარგე მარდისალუ-კაჰარმა.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, საქართველოს მიერ შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი და ისაუბრა ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ მხრივ სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, საჯარო მხარდაჭერის და იმპლემენტაციის პროცესში მთავრობის მხრიდან მაღალი დონის ჩართულობის მნიშვნელობაზე; ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ პარტნიორი ქვეყნების განსხვავებულ მიდგომებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენციაციისა და ინდივიდუალური მიდგომის პრინციპების მნიშვნელობას.

მარინა კალიურანდმა ევროინტეგრაციის პროცესში შემდეგ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება: ყველა შესაბამისი მხარის გამჭვირვალე ჩართულობა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, შეთანხმებული პოლიტიკის  იმპლემენტაცია და ყველა ჩართული მხარის შესაბამისი ანგარიშვალდებულება. 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ