ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, მიმდინარე წლის 12-14 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ტალინს ეწვივნენ. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით.

მიხეილ გიორგაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ინდრეკ საართან და ესტონეთის პარლამენტის კულტურულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან,ლაინე რანდიარვთან. შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ესწრებოდა. ამავე დღეს, ესტონეთის კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის კულტურის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები და იმსჯელეს უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, თავის ესტონელ კოლეგასთან და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მიმოიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო ესტონეთში ქართული კულტურის დღეების გამართვას, საქართველოში დაგეგმილ ფესტივალებში ესტონური მხარის მონაწილეობას. და ასევე, კულტურის სფეროში მოქმედი ინსტიტუტების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კულტურის სტრატეგიის შემუშავების, სამუზეუმო საქმიანობის თუ კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე მსჯელობას „შემოქმედებითი ევროპის" ფარგლებში. ასევე ორი ქვეყნის კულტურის მინისტრები შეთანხმდნენ არსებული ორმხრივი კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამის განახლებაზე, 2017-2021 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტების შემუშავების მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ 13 ნოემბრის საღამოს, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფოკუსით ტალინის როგით მე-19 კინოფესტივალის (POFF) გახსნით ცერემონიაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ესტონეთში კრეატიული ინდუსტრიის განვითარების სფეროს მიმართულებით არსებული ინკუბატორები, სტარტაპები და ჰაბები მოინახულა. მათ შორის, ენერგიის სფეროს თემატური სამეცნიერო/გასართობი ცენტრი (Energia Avastuskeskus) და ტალინის კრეატიული ჰაბი (Kultuurikatel) რომელიც აერთიანებს ესტონეთის დიზაინისა და არქიტექტურის ცენტრებს. მინისტრი ასევე ეწვია ბალტიის რეგიონში ცნობილ, თანამედროვედ აღჭურვილ ტალინის უნივერსიტეტის ბალტიის ფილმების, მედიის, ხელოვნების სკოლას და ტალინის პიანინოს ქარხანას.

ტალინის საზღვაო მუზეუმში ვიზიტისას, მინისტრს საშულება ჰქონდა გაცნობოდა მუზეუმის შექმნის ისტორიას და კონცეფციას. ამასთან, განსაკურებული ყურადღება დაეთმო „ენგურჰესის" მუზეუმის კონცეფციის შემუშავების პროცესში ესტონელ ექსპერტთა გამოცდილების გაზიარებისა და მათ მონაწილეობის საკითხს.

 

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ