ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტი გამართა, რომლის ფარგლებშიც, 25 მარტს, მინისტრი შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკაში არსებული, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ესტონეთში მცხოვრებ სხვა თანამემამულეებს - შეხვედრის გაფართოებულ ფორმატში, ისევე როგორც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედებების შედეგად ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ესტონელებს. ვიზიტი საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი, საელჩოს მეორე მდივანი რატი მამფორია და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლელა შველიძე.

25 მარტს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შედგა სახელმწიფო მინისტრის სამუშაო შეხვედრა ესტონეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მიზანი იყო, ქართული სათვისტომოს შესაბამის წარმომადგენლებს, თითოეული ორგანიზაციის სახელით, სამუშაო ფორმატში, მისცემოდა მინისტრთან აქტუალურ თემატიკაზე მსჯელობის შესაძლებლობა.

იმავე დღეს შედგა სახელმწიფო მინისტრის მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელზეც დასწრებისა და მინისტრთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის სრულ შემადგენლობას მიეცა. აღნიშნული შეხვედრისას მინისტრი სიტყვით გამოვიდა, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სახელმწიფო მინისტრის ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს ესტონეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისა და იქ მცხოვრები თანამემამულეების პრობლემების/საჭიროებების ადგილზე გაცნობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ამ ქვეყნის ქართულ დიასპორას შორის თანამშრომლობის, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და პროცესების შესახებ. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ქართულ დიასპორას აპარატის ახალი სტრატეგია გააცნო. ამ კუთხით მინისტრის მიზანი იყო დიასპორასთან ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, იმ ინიციატივების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ხელს შეუწყობს და უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობას, რათა ამგვარი თანამშრომლობითა და ჩართულობით, დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემათა ფართო სპექტრი სწორად იქნას გააზრებული და ახალი სტრატეგია, კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს თანამემამულეთათვის.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ