ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი ტალინში

13-14 მაისს გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი ტალინში. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ესტონეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ლენარტ მერის სახელობის ყოველწლიურ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში (Lennart Meri Conference) სახელწოდებით „Shaping the New Normal". აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საიუბილეოა და იგი დაარსებიდან მეათეჯერ იმართება.

2016 წლის „ლენარტ მერის" კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ევროპისა და დასავლეთის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო წესრიგის კონტექსტში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ფართოდ იქნა განხილული რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე და დასავლეთის ქვეყნების საპასუხო რეაქცია; მიგრაციული კრიზისი; ევროკავშირის მომავალი; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მზარდი ტენდენციები; ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა; უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა; ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინები; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები; ევროკავშირის ენერგო პოლიტიკა; ციფრული რევოლუცია და გლობალური ეკონომიკის ტენდენციები.

დავით ბაქრაძე მომხსენებლის რანგში წარსდგა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისადმი მიძღვნილ პანელზე „Distrust of the East and Anxiety of the South - Balancing European Neighbourhood". მასთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ ევროკომისიის ევროპის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი მიქაელ კიოლერი და იტალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ვინჩენცო კამპორინი.

ტალინში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კილიურანდთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები; აქცენტი გაკეთდა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზე.

13 მაისს, ესტონელმა კოლეგამ სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი არლემ დეზირი. დავით ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატებს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი.

საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი ლიბერალიზაციის მხარდაჭერისადმი მზადყოფნა და იმსჯელეს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ