ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 25-26 აგვისტოს, ესტონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, კიულიკე სილლასტე ელლინგთან, რომელმაც ქართველ კოლეგას სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ასევე, შედგა დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კალლე პალლინგთან.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები; აქცენტი გაკეთდა საქართველოსთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების დროულად და შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. დავით ბაქრაძემ ესტონელ კოლეგებს გააცნო საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები; მან ასევე, ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ბოლოდროინდელი საგანგაშო განვითარებები; ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის საბჭოს ესტონეთის თავმჯდომარეობაზე 2017 წლის მეორე ნახევარში. ამ კონტექსტში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ესტონელ კოლეგებთან წარმოადგინა ქართული მხარის ხედვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" და, ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი წარმართვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით.

ესტონურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ესტონელმა კოლეგებმა დაადასტურეს ესტონეთის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის უახლოეს მომავალში მინიჭების სრულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ