ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქპატენტის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე 19-20 სექტემბერს, ესტონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ესტონეთის ბაზარზე ქართული ღვინის კონტრაფაქციისა და იმიტაციისგან დაცვასთან დაკავშირებული თემატიკის განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა ნიკოლოზ გოგილიძის შეხვედრები ესტონეთის ვეტერინარიისა და სურსათის სამსახურის გენერალურ დირექტორთან ინდრეკ ჰალლისტესთან, ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო ბორდის გენერალურ დირექტორთან მარეკ ჰელმთან, სასოფლო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან მარკო გორბანთან და ესტონეთის საპატენტო უწყების გენერალურ დირექტორთან მარგუს ვიჰერთან. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.

საქპატენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ასევე, მიზნად ისახავდა ესტონურ მხარესთან სამუშაო კონტაქტების დამყარებას და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესტონეთში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემები და არსებული გამოწვევები. საქპატენტის თავმჯდომარემ ესტონელ კოლეგებთან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) მნიშვნელობაზე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთესად შესრულების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ესტონეთის სავაჭრო ქსელებიდან, ვიზუალურად და სამარკო ნიშნით, ქართულ ღვინოებს მიმსგავსებული, სხვა ქვეყნებში წარმოებული ღვინოების ამოღების საკითხზე. ესტონურმა მხარემ ქართველ კოლეგას გააცნო საქართველოს გეოგრაფიული ნიშნების იმიტირებით, ღვინის გაყიდვის ფაქტების აღკვეთის მიზნით, ესტონეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან მიღებული საჭირო ზომები და განხორცილებული ნაბიჯები. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ დღესდღეობით არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოსა და ესტონეთის შესაბამისი უწყებების, ისევე როგორც ევროკომისიის მიერ განხორციელებული ძალისხმევა სათანადო შედეგს გამოიღებს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის წარმართვის კონკრეტულ გზებზე.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ