ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში

საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით 21-22 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვია. აღნიშნული ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელდა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ განვითარების და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვის მიზნით.

შეხვედრებზე იმსჯელეს სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილებაზე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაციასა და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე. შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა ესტონეთის მსხვილი სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიების საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა „სტარტაპ“ ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანასებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების დაგეგმვის საკითხებზე.

ვიზიტის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვილიარ ლუბისთან, “ესტონეთის წარმოების“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯგუფის ხელმძღვანელთან მიარტ ჰელმასთან, ევროპაში ცნობილი აქსელერატორის „Startup Wise Guys”-ის მმართველი ჯგუფის წარმომადგენელთან კალუმ კამერონთან, “ესტონეთის ბიზნეს ანგელოზების ქსელის“ მმართველ დირექტორთან ჰეიდი კაკკოსთან, ორგანიზაცია „სტარტაპ ესტონეთის“ კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან კადი-ინგრიდ ლილლესთან, „KredEx”-ის ფონდის წარმოების განყოფილების უფროსთან იარმო ლიივერთან და „Garage48”-ის ცენტრის ოპერაციების მენეჯერთან კაი ისანდთან.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ