ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ფოტო გამოფენა მისია მშვიდობისათვის

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და ჩეხეთის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით, ესტონეთის ომის მუზეუმში, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა ფოტო-გამოფენა „მისია მშვიდობისათვის". გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე საქართველოსა და ჩეხეთის სამხედრო ძალების სამშვიდობო მისიაში მოღვაწეობას ასახავენ.

ღონისძიება გაიხსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თეა ახვლედიანის და ჩეხეთის ელჩის რიჩარდ კადლჩაკის მისასალმებელი გამოსვლებით. მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორმა ჰელლარ ლილლიმ.

საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების არჩეული პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებით მიღწეული პროგრესი. თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობაზე ავღანეთში ნატო-ს „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების\\\\\\\" (ISAF) და მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის\\\\\\\" (RSM) ფარგლებში; რაც ადასტურებს საქართველოს მზაობას წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე წარმოაჩენს საქართველოს ნატოსთან თავსებადობის მაღალ დონეს.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ესტონეთში აკრედიტებული ელჩები, ასევე ესტონეთის სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები. გამოფენის გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ გაიმართა სიმბოლური მიღება.გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის ლევან ბიბილაშვილისა და ჩეხი მოყვარული ფოტოგრაფის, უფროსი სერჟანტის დანიელ ჰლავაჩის მიერ. ფოტო-გამოფენა ესტონეთის ომის მუზეუმში წლის ბოლომდე დარჩება.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ