ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ"-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა 10 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს. შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკაში, ქ. ტალინში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. ვიზიტის განმავლობაში, 9-10 თებერვალს, ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიკო ჰალიასთან, პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტოომას ვიტსუტთან და ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიწრაფებების, ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარების, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია მომავალშიც მოახდინოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის კონსოლიდაცია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე.

ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყანა, ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის პარტნიორებთან იმუშავებს საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული მექანიზმისა და პროგრამის შემუშავების მიზნით, მიღწეული პროგრესისა და „მეტი მეტისათვის" მიდგომის გათვალისწინებით.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის მიზნით ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო მყისიერი რეაგირებსა და აღნიშნული ქმედების დამგმობი განცხადებისთვის.

„ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული ნებისმიერ წარმატებას თან ახლავს ხოლმე სიტუაციის გამწვავება. ამჯერად საქმე გვაქვს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის მიზნით რეფერენდუმის დანიშვნის ფაქტთან. საქართველოს ხელისუფლება უაღრესად შეშფოთებულია მიმდინარე პროცესით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია შექმნილი ვითარების გამო"- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ესტონეთის მხარის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ესტონეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ესტონეთის ხელისუფლებისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება დამოუკიდებელი ქვეყნის სუვეტენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

შეხვედრებზე, აგრეთვე, აღინიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებით და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. „საქართველო იქცევა როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, როცა საუბარი ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში კონტრიბუციას"-განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავალოდ დაგეგმილი ღონისძიებების დღის წესრიგში-იქნება ეს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, თუ სამიტი, საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით აქტუალური იქნება.

ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ქ.ტალინის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში. „რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ასეთივე რიტმში, გავზარდოთ ქვეყნის მოდერნიზაციის ტემპი. ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც დაგეგმილია ნოემბერში, ბრიუსელში. ჩვენი მიზანია კარგად მოვემზადოთ სამიტისთვის, რაც გულისხმობს ასოცირების სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებას-ძირითად პრიორიტეტებზე ფოკუსირებითა და საზოგადოებამდე კონკრეტული სარგებელის მიტანით. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს ტრანსფორმაციის გზა. საქართველო არის დადასტურება იმისა, რომ დემოკრატია, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა და რეფორმები მუშაობს"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებაზე: „თანამშრომლობა და კომუნიკაციები: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2017-ის მოლოდინები და გამოწვევები" ნოემბერში დაგეგმილი სამიტისათვის მზადებასა და მოლოდინებზე, აგრეთვე, საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნკაციის გაძლიერების მექანიზმებზე იმსჯელეს.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ