ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა ესტონეთის სასოფლო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი ესტონეთის ახლადდანიშნულ სასოფლო საქმეთა მინისტრს ტარმო ტამმს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

საქართველოს ელჩმა და ესტონეთის სასოფლო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები სოფლის მეურნეობის დარგში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისა და დაცვის ხელშეწყობის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზებს.

თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე და არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს სოფლის მეურნეობის დარგში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, შესრულების პროცესში, და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების კონტექსტში.

ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე აგრარულ მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ