ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ინდრეკ საარის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, 6-7 მარტს თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ინდრეკ საარი ეწვია. ვიზიტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და ოფიციალური შეხვედრებისას შესაბამის პრიორიტეტულ საკითხთა შეჯერებასთან ერთად, წარმოადგენდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერა 6 მარტს, 11:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ინდრეკ საარმა.

კულტურული თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს 2017-2020 წლებისთვის საქართველოსა და ესტონეთს შორის კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვანების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ სხვადასხვა საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში; ერთობლივად იმუშავებენ ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გავრცელების მიმართულებით; მოხდება ფილმების ერთობლივი წარმოების მხარდაჭერა, აგრეთვე, ითანამშრომლებენ ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებშიც.

ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ინდრეკ საართან ერთად, ესტონური დელეგაციის შემადგენლობით საქართველოს ასევე ეწვივნენ მინისტრის მრჩეველი მარის სილდი და კომუნიკაციების დეპარტამენტის მრჩეველი კაი-ინეს ნელსონი.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრს. შედგა ესტონური დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ამასთან - მოინახულეს ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის გამომდინარე იქიდან, რომ ესტონეთის კულტურის მინისტრის კომპეტენციას სპორტის სფეროც განეკუთვნება.

ინდრეკ საარის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობას მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანმა და ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ