ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში დავით რაქვიაშვილი მიმდინარე წლის 20-21 მარტს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვია. უშიშროების საბჭოს მდივანს ესტონეთში ვიზიტისას ახლდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით, შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ბაკურ კვარაცხელია.

ვიზიტის ფარგლებში დავით რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან მარგუს ცაჰკნასთან; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, პოლიტიკურ დირექტორთან პაულ ტეესალუსთან; პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წევრებთან, თავმჯდომარის - ჰანნეს ჰანსოს ხელმძღვანელობით; პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, თავმჯდომარის - მარკო მიჰკელსონის ხელმძღვანელობით; ესტონეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მერლე მაიგრესთან და კიულლიკე სილლასტე-ელლინგთან; საქართველოს დელეგაცია, ასევე, ეწვია ნატო-ს კიბერ თავდაცვის ცენტრს, სადაც შეხვდა ამავე ცენტრის დირექტორს სვენ საკკოვს. ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, „თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში“ მრგვალის მაგიდის ფორმატით, შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ესტონეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან.

შეხვედრებისას, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ისევე როგორც ზოგადად ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე; ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზეც. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო განვითარებების ჩათვლით. ქართველმა და ესტონელმა კოლეგებმა, ასევე განიხილეს თანამშრომლობის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: საქართველოს ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანების პროცესი; საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და ქვეყანაში მიმდინარე შესაბამისი რეფორმები. ხაზი გაესვა ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც ესტონეთის თავმჯდომარეობის ჰორიზონტალური პრიორიტეტის მნიშვნელობას.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ინტეგრაციის პროცესში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ კუთხით, მან აღნიშნა, მომავალშიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა. დავით რაქვიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ და ამ თვალსაზრისით ესტონეთის ურყევი თანადგომისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

ესტონური მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ესტონეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ყველა შესაძლო ფორმატში. ესტონელი კოლეგების მიერ, აგრეთვე, აღინიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებით და საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, ისევე როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და სავიზო რეჟიმის გაუქმების უდიდეს მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ესტონეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

შეხვედრებზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებს; ამ კონტექსტში განხილულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცების პროცესში ესტონური გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები.

 

ვიზიტის ფოტოები

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ